ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დარიგდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, მოხალისეებმა COVID-19-ის შესახებ აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები და პლაკატები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში დაარიგეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ორენოვან ფლაერებსა და პლაკატებზე კორონავირუსის გადაცემის გზებსა და თვითიზოლაციის წესების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციაა განთავსებული.