უშგულის თემის ერთ-ერთ უძველეს სოფელ მურყმელში ისტორიული კოშკის რეაბილიტაცია დაიწყო (ვიდეო)
უშგულის თემის ერთ-ერთ უძველეს სოფელ მურყმელში, წინა წელს ჩამონგრეული ისტორიული კოშკის რეაბილიტაცია დაიწყო.
კოშკის რეაბილიტაციის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ Facebook-ში, საქართველოში ყველაზე პატარა გიდის სტატუსით ცნობილმა, უშგულელმა გიორგი ქოჩქიანმა განათავსა.
“ჩემი დიდი ოცნების ასრულების პირველი ეტაპი დაიწყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი შეაქვს ამ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლის აღდგენაში. ეს ერთი და სხვა მრავალი”, – წერს გიორგი.
ცნობისთვის, უშგულის თემის უძველეს სოფელ მურყმელში, ჩამონგრეული რამდენიმე კოშკის რეაბილიტაციის მოთხოვნით, გასული წლის სექტემბერში, ადგილობრივების საპროტესტო აქცია გაიმართა.
“რეგიონულმა კვირამ“ აღნიშნულთან დაკავშირებით მასალა მოამზადა, სადაც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა – კაპიტონ ჟორჟოლიანმა ისტორიული კოშკების, უახლოეს პერიოდში, აღდგენა დააანონსა.