ცინცაძის ქუჩაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო
ცოტა ხნის წინ, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ორი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.