საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა: პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გვინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ ყველა ქართველი ჟურნალისტის მიმართ
“პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გვინდა ყველა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის წარმომადგენლის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ”,- ამის შესახებ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის უპრეცედენტო პირობებში, სწორი და დროული ინფორმაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
“პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გვინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ ყველა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის წარმომადგენლის მიმართ, ვინც წინა ხაზზეა და დაუღალავად შრომობს, რათა საზოგადოებას სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს კოვიდ-19 კრიზისზე. დღეს, კოვიდ-19-თან ბრძოლის უპრეცედენტო პირობებში, სწორი და დროული ინფორმაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს”, – ნათქვამია განცხადებაში.