ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 144 პირია, თვითიზოლაციაში კი – 174

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში, ამ დროისთვის, 144 პირი იმყოფება, თვითიზოლაციის რეჟიმში კი 174 ადამიანია, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კარანტინში მყოფთა რიცხვის ზრდა ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერთან კავშირში მყოფი მოქალაქეების გადაყვანამ განაპირობა.
მათივე ცნობით, თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო, ზედამხედველობა 889 მოქალაქეს მოეხსნა. რაც შეეხება “კოვიდ19”-ზე ანალიზებს – რეგიონიდან გამოსაკვლევად სულ 71 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც ყველა მათგანი უარყოფითია.
უახლესი მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, კერძოდ, ე.წ კომენდანტის საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისთვის 5 პირი დააჯარიმეს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები