მამუკა მდინარაძე: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევა

„ჩვენ გავიარეთ ყველა სიტყვა, ყველა პუნქტი, რეგლამენტში, კონსტიტუციაში, ოპოზიციასთან  და შევთანხმდით, რომ სულ რამდენიმე დღეც კი შესაძლოა საკმარისი გავხადოთ რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მოვასწროთ და შეთანხმება შედგეს, რომელიც არის –  120\30-ზე და ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ მოწოდებულები ვართ, ამაზე შეთანხმება არსებობს, არის ამაზე ხელმოწერა და ეს შესაძლებელია ძალიან მოკლე დროში”, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება იყო ორნაწილიანი, აქედან ერთი ნაწილი შეეხებოდა 120/30-ზე მანდატების რაოდენობას, რომელსაც არანაირი პრობლემა არ ემუქრება ხოლო, მეორე ნაწილი  ეხებოდა იმას, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში.

“საზოგადოებას  უკუღმა აწვდიან გზავნილს. ოპოზიციას უნდა  პოლიტპატიმარი დაარქვას ადამიანს, რომელმაც მაგ. 48 მლნ ლარი მოიპარა ბიუჯეტიდან  და თავის პარტიას მოახმარა და ამაში უნდა ჩაერიოს პოლიტიკა, პოლიტიკოსები, მმართველი გუნდი და ეს იყო თითქოს შეთანხმება. შეთანხმების ორივე ნაწილი გაწერილია. მსოფლიოში არ არსებობს პასუხისმგებლიანი ძალა, არც უცხოელი პარტნიორი, რომელიც ასე პირდაპირ იტყვის, რომ თქვენ ჩაერიეთ სასამართლოს, პრეზიდენტის, სამართალდამცავი უწყებების კომპეტენციაში. ბუნებრივია ჩვენ გადაწყვეტილებებში ჩარევას არ ვაპირებთ.  ჩვენ  ყველაფერს ვაკეთებთ  იმისთვის, რომ სისტემა დარჩეს ქვეყანაში ისეთი, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს მომავალში  მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები