გურამ ნიკოლაშვილი: საერთაშორისო „გაპრავების” ინსტრუმენტად ლობისტების გამოყენების პრაქტიკა სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დამკვიდრდა და მათი დისკრედიტაციაც მაშინ მოხდა, „ენდიაის” კვლევების არ იყოს

„როდესაც სააკაშვილის მთავრობის ლობისტები ღიმილიანი საქართველოს იმიჯს ყიდდნენ, ქვეყანა 1-ელ ადგილზე მოხვდა ევროპის მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობასთან პატიმრების რიცხვის თანაფარდობით, 99.99% -იანი გამამტყუნებელი განაჩენებით, ღამის ნოტარიუსების ნოუ-ჰაუთი და დატერორებული ბიზნესის მასშტაბით, მოსმენებითა და თვალთვალით”, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი აცხადებს.

გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში „ბლოგს” აქვეყნებს, სადაც საუბრობს, როგორ არ მოეწონა ქართულ ოპოზიციურ მედიას ბრიტანული „ტელეგრაფის” სტატია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე და რადიო „თავისუფლების” ჟურნალისტის, სოფიკო ვასაძის „კრიტიკულ” წერილს ეხმიანება, რომელიც ვასაძემ ბრიტანულ გამოცემა „ტელეგრაფში” ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას, „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში”, მიუძღვნა.

ნიკოლაშვილის თქმით, ცხრაწლიანი მმართველობისას არ ყოფილა ერთი დღეც, როდესაც სააკაშვილის მთავრობას არ ესარგებლოს ლობისტთა მომსახურებით, გაუმჭვირვალედ, ოპოზიციისგან საიდუმლო გრიფით დამალული კონტრაქტებითა და მიტაცებული ტელეარხებით მოყოლილი ამბები დემოკრატიის შუქურაზე ინგლისურენოვანი სპიკერებით.

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო „გაპრავების” ინსტრუმენტად ლობისტების გამოყენების პრაქტიკა სწორედ სააკაშვილის მთავრობის მიერ დამკვიდრდა და მათი დისკრედიტაციაც მაშინ მოხდა.

„ლობისტებთან ურთიერთობა და მათი ქმედითი გამოყენება სააკაშვილის ხელისუფლებას უკავშირდება. გრინბერგ-როზნერი, ორიონ სტრატეჯი, რენდი შენემანი და ბათუ ქუთელია, გიგა ბოკერიას ხელმოწერილი კონტრაქტები და ამბები. ცხრაწლიანი მმართველობისას არ ყოფილა ერთი დღეც კი ისეთი, როდესაც სააკაშვილის მთავრობას არ ესარგებლოს ლობისტთა მომსახურებით, გაუმჭვირვალედ, ოპოზიციისგან საიდუმლო გრიფით დამალული კონტრაქტებითა და მიტაცებული ტელეარხებით მოყოლილი ამბები დემოკრატიის შუქურაზე ინგლისურენოვანი სპიკერებით.

როდესაც ლობისტები ღიმილიანი საქართველოს იმიჯს ყიდდნენ, ქვეყანა 1-ელ ადგილზე მოხვდა ევროპის მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობასთან პატიმრების რიცხვის თანაფარდობით; 99.99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენებით, ღამის ნოტარიუსების ნოუ-ჰაუთი და დატერორებული ბიზნესის მასშტაბით, მოსმენებით და თვალთვალით. საერთაშორისო „გაპრავების” ინსტრუმენტად ლობისტების გამოყენების პრაქტიკა სწორედ მაშინ დამკვიდრდა და მათი დისკრედიტაციაც მაშინ მოხდა, „ენდიაის” კვლევებისა არ იყოს”, – წერს გურამ ნიკოლაშვილი.

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი იმის მიზეზად, რომ ჟურნალისტი სოფიკო ვასაძე მთავრობისა და „ქართული ოცნების” ლობისტურ კონტრაქტებს ერთ ყულაბაში ყრის, სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას ასახელებს, როცა პარტიისა და სახელმწიფოს გარჩევა არ იყო ადვილი საქმე.

„მიუხედავად ბევრი ძიებისა, ჟურნალისტმა მაინც ვერ გაარკვია, რომელმა ლობისტმა მიაწოდა „ტელეგრაფს” სიმართლე, მთავრობის თუ „ოცნების”, – წერს გურამ ნიკოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები