სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინში 91 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 173 ადამიანი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში, ამ დროისთვის, 91 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას – რეგიონში, ამჟამად, დაკვირვების ქვეშ 173 ადამიანია.

მათივე ცნობით, თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო, ზედამხედველობა 886 მოქალაქეს მოეხსნა. რაც შეეხება “კოვიდ19”-ზე ანალიზებს – რეგიონიდან გამოსაკვლევად სულ 65 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც ყველა მათგანი უარყოფითია.

1-ელი მაისის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, კერძოდ, ე.წ კომენდანტის საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევის არცერთი ფაქტი გამოვლენილა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები