გიორგი ვოლსკი: არამარტო დასავლური მედია, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ გვაქვს წარმატებები
„სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, არსებობს სააკაშვილის დესტრუქციული კლასტერი, რომელიც ცდილობს, რომ როგორმე რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენოს საქართველოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
“რაც შეეხება დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულს – ფაქტები რომ არ გვქონდეს სახეზე, მაშინ შეიძლებოდა შეკითხვის დასმა. არამარტო დასავლური მედია, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ გვაქვს გარკვეული წარმატებები და ფაქტია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს ბიუჯეტს, საქართველოს მოსახლეობას და არამარტო ამ შემთხვევაში, როცა ვირუსს ვებრძვით. ზოგადად, ორიენტირები საკმაოდ გამოკვეთილია და პოზიტიური შედეგიც თვალსაჩინოა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.