ბაღდათში სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლად ჯგუფებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლად ჯგუფებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ.

როგორც “რეგიონულ კვირას” ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ პირველადი მოხმარების სურსათი 300 ოჯახისთვის შეიძინა.

მათივე ცნობით, სოციალურად დაუცველ და ხანდაზმულ მოქალაქეებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძემ საკვები პროდუქტები შინ მიუტანეს.

“ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დახმარება 1500-ზე მეტ ოჯახს გაეწია, რომელთა ნაწილი საქველმოქმედო ფონდ “ბაღდათელები ერთმანეთისთვის” განხორციელდა. მოწყვლადი ჯგუფებისთვის გადასაცემი სურსათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეიძინა, რომლის ღირებულებაც 14 305 ლარს შეადგენს. ნობათის დაფასოებასა და დარიგებაში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად, მოხალისეებმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები