ჩარტერულ რეისებს ემიგრანტებისათვის მთავრობა დააფინანსებს
ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩარტერული რეისებით დაბრუნებას ნაწილობრივ მთავრობა დააფინანსებს.
როგორც პრემიერმინისტრის ბრძანებულებაშია აღნიშნული, თბილისი-დანიშნულების ადგილი-თბილისის რეისის შემთხვევაში − 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის თანხა გამოიყოფა.
25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტია გათვალისწინებული თბილისი-დანიშნულების ადგილი-ბათუმის რეისის შემთხვევაში,
ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 05 − „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში განხორციელდება.