ეკატერინე ტიკარაძე: ერთობლივად ვმუშაობთ ყველა იმ შესაძლო გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება, ჩატარდეს ეროვნული გამოცდები
“ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ყველა იმ შესაძლო გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება, ჩატარდეს ეროვნული გამოცდები”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მას შემდეგ, როცა ცნობილი იქნება საქართველოში ვირუსის გავრცელების იმდროინდელი მდგომარეობა.
“ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს ყველა უწყების მხარეს რეკომენდაციებს და, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ არის განათლების სამინისტრო. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ყველა იმ შესაძლო გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება, ჩატარდეს ეროვნული გამოცდები. თუმცა, ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დადგება ეს ფაქტი და ჩვენთვის ცნობილი იქნება, იმ ეტაპზე საქართველოში როგორი იქნება ვირუსისა და ეპიდემიის გავრცელება”, – განაცხადა ტიკარაძემ.