ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსზე დღეში 1000-ზე მეტი “პისიარ” ტესტი ჩატარდება

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი “პისიარ” ტესტი, ამის საშუალება ქვეყანაში არის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, “პისიარ” ტესტი ჩატარდება იმ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც დღეს საბჭოზე დამტკიცდება.

„თქვენ იცით, რომ საქართველოს დღესდღეობით გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმართავთ კოვიდინფექციის გავრცელებას და ასევე, შემდეგში, რა თქმა უნდა, მის მკურნალობასაც. აქედან გამომდინარე, არ მივიჩნევთ ხარვეზად იმ ფაქტს, რომ ჩვენი ტესტირება არის მიზნობრივი და მნიშვნელოვან როლს ვანიჭებთ იმას, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან საუკეთესოდ ხდება იმ ჯაჭვის ამოცნობა, როდესაც ხდება პაციენტის მხრიდან მის კონტაქტებზე ინფორმაციის გადაცემა, თუმცა, დღევანდელი მსჯელობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში უკვე საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი პისიარ ტესტი, ამის საშუალება ქვეყანაში არის და სწორედ იმ რისკჯგუფებში, იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან, იქნება უფრო მეტად გაფართოებული ეს ტესტირებები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები