ამირან გამყრელიძე: ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,1 პროცენტი, ერთ-ერთი დაბალია ევროპულ ქვეყნებში

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,1 პროცენტია, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია ევროპულ ქვეყნებში.

აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღეს 22 ახალი შემთხვევა გვაქვს, აქედან 15 არის დაკავშირებული თეთრიწყაროს კლასტერთან, დანარჩენი ყველა კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან.
22 ახალი შემთხვევიდან, რაც გუშინ იქნა იდენტიფიცირებული, ყველა წყარო ცნობილია. ამიტომ ყველა მათგანი გადაყვანილია კორონავირუსის სამკურნალო ცენტრებში და მათ მკურნალობა მიმდინარეობს. იცით, რომ 179 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ექვსი გვაქვს გარდაცვალების შემთხვევა, თუმცა ჩვენი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,1 პროცენტი, ერთერთი დაბალი მაჩვენებელია ევროპულ ქვეყნებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები