ირაკლი ლატარია შალვა ნათელაშვილს: სადაც კი უსინდისობაზე, ქრთამზე, გაყიდვაზეა საუბარი, ყველგან შენ მახსენდები, კაცი, რომელსაც შეგიძლია, ,,გააპრავო” მკვლელები და ფული აიღო
“შენ ხარ ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, აგინოს მოკლულ ბადრის და დაიცვას ისინი, ვინც მის მკვლელობაში წვლილი შეიტანა”, – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს და შალვა ნათელაშვილს მიმართავს, რომელმაც ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ნათელაშვილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ლანძღავს და ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებს “ზონდერებად” მოიხსენიებს.
ირაკლი ლატარია ნათელაშვილს უწოდებს ადამიანს, რომელსაც მკვლელების “გაპრავება” და ამაში ფულის აღება შეუძლია.
“გარეწარ, პოლიტიკურ ,,პრასტიტუტკა” შალვა ნათელაშვილს ვპასუხობ – სადაც კი უსინდისობაზე, ქრთამზე, გაყიდვაზე, უნამუსობაზე არის საუბარი, ყველგან მახსენდები შენ, კი, ზუსტად შენ. ის კაცი, რომელსაც შეგიძლია, ,,გააპრავო” მკვლელები, ჩაეხუტო მათ, ფული აიღო და ამ ფულით მხოლოდ საკუთარი სული გაინელო და სხვები, შენი ძალიან ახლობლებიც კი ფეხებზე დაიკიდო. შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ყველაფერზე წავიდეს, შეუძლია, აგინოს მოკლულ ბადრის და დაიცვას ისინი, ვისაც მის მკვლელობაში აქვს წვლილი მიღებული. ტელეკომპანია ,,იმედს” რომ ეხები, ჯერ რეიტინგები ნახე და მხოლოდ ამის შემდეგ ამოდგი შენი ბინძური ენა. ოდესმე თუ ვასწავლე საჯარო პოლიტიკა და მმართველობა, აუცილებლად ჩემს სტუდენტებს გავაცნობ შენს ბიოგრაფიას სახელწოდებით, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და, ზოგადად, კაცი”, – წერს ირაკლი ლატარია.