სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2020 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის შედეგები ცნობილია
ეროვნული კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი ფილმის 2020 წლის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პროექტები შეფასდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე 16 პროექტიდან კინოცენტრი დააფინანსებს სამ ყველაზე მაღალქულიან პროექტს:
ეს პროექტებია:
„ლევანი და გივი“ – (შპს „ჯემინი“ დირექტორი – თინათინ ყაჯრიშვილი, რეჟისორი – ბაკურ ბაკურაძე.) – 500 000 ლარი;
„პეპლების იძულებითი მიგრაცია“ – (პროდიუსერი შპს „სტუდია-99“, დირექტორი – კარინე (ჟანა) სარდლიშვილი, რეჟისორი – ნანა (ნინო) ჯორჯაძე.) – 499 888 ლარი;
„ზამთრისპირის სევდა“ – (პროდიუსერი შპს “Film Asylum”, დირექტორი – ვალერიან კირკიტაძე, რეჟისორი – აკაკი შანშიაშვილი.) – 500 000 ლარი.