აჭარაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული ქობულეთის კლასტერიდანაა. ამ დროისთვის, პაციენტი ბათუმის ,,მედალფას” კლინიკაშია გადაყვანილი. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.
ქობულეთში 24 საათის განმავლობაში შესაბამისი კვლევა 250-მდე პირს ჩაუტარდა.
ცნობისთვის, ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში კორონავირუსზე 36 პაციენტი მკურნალობს, აქედან 35 ქობულეთის კლასტერიდანაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები