ქვემო ქართლში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღეის მდგომარეობით, თეთრიწყაროში 16 შემთხვევა და ბოლნნისში 2 ახალი შემთვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ქვემო ქართლში რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

რწმუნებულის თქმით, ყველა ინფიცირებულთა კონტაქტი გამოვლენილია და ისინი კარანტინის რეჟიმში გადავლენ.
„თეთრიწყაროდან 170 საკვლევი მასალა იყო ლაბორატორიაში გადაგზავნილი და 16 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მოგეხსენებათ, იყვნენ მაღალი რისკჯგუფი და მათთან ყველასთან უარყოფითი პასუხია. დადასტურებული შემთხვევებიდან ყველა ცნობილი კლასტერია. დაფიქსირებულია 200-ზე მეტი კონტაქტი, მათგან 100-ზე მეტია მჭიდრო კომუნიკაციაში. ამ ადამიანებს დღეს მკაცრ კარანტინში გადავიყვანთ. ბოლნისში 30 საკვლევი მასალიდან დადასტურდა 2 ახალი ფაქტი. ეს არის სავანეთის კლასტერიდან და მათი კონტაქტები ცნობილია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა

ჯამურად, ქვემო ქართლში კორონავირუსის 157 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები