პოლიციამ ბათუმში მეუღლის მიმართ ძალადობისა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა(ვიდეო)

პოლიციამ მეუღლის მიმართ ძალადობისა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული თ.თ. ბათუმში დააკავეს.

მას ბრალი ოჯახში ძალადობასა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის – 1981 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოსცეს. აგრეთვე, ბრალდებულმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებლ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები