საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან 178 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ათით გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 178 ადამიანი.
რაც შეეხება ინფიცირებულებს – მათი რიცხვი დილის შემდეგ არ შეცვლილა და კვლავ 517-ია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები