ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული გამჭვირვალობის ბიუჯეტის 2019 წლის კვლევას ავრცელებს
ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2019 წლის კვლევის (Open Budget Survey – 2019) შედეგების მიხედვით საქართველო კვლავ მოწინავე სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის, მე-5 ადგილს იკავებს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კვლევა ტარდება არასამთავრობო სექტორის მიერ – საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევაში ჩართულია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (Transparency International Georgia).
მათივე ცნობით, შეფასებული 117 ქვეყნის გლობალური საშუალო ქულა შეადგენს 45-ს 100-დან (საქართველო – 81 ქულა).
“საქართველოს შეფასება გაუმჯობესებულია კვლევის ორივე კომპონენტში:
o ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით გაუმჯობესებულია 2017 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით და 74 ქულიდან გაზრდილია 82 ქულამდე.
o მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით 2017 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით ქულა გაზრდილია 22-დან 28 ქულამდე.
2019 წლის კვლევის თანახმად, კვლავ დიდ გამოწვევად რჩება მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულება, რომლის საშუალო გლობალური მაჩვენებელი ამ მიმართულებით არ გაუმჯობესებულა და კვლავ 14 ქულას შეადგენს (საქართველო – 28 ქულა). საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას საჯარო ფინანსების რეფორმის მიმართულებით, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტების დანერგვის კუთხით. 2020 წლიდან უკვე ამუშავდა მოქალაქეთა ჩართულობის პორტალი https://ebtps.mof.ge/, რომლის შედეგებიც ღია ბიუჯეტის კვლევაში ჯერ არ ასახულა”, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო იხილეთ ლინკზე – https://www.internationalbudget.org/open-budget-survey/