ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
ქუჩების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავების პროცესი, კომპანია” ჯორჯიან მანგანეზის” და ზესტაფონის დასუფთავების სამსახურის მიერ, სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება.
სადეზინფექციო სამუშაოების პროცესი, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის “წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა, ოლეგ შველიძემ დაათვალიერა.
ცნობისთვის, პანდემიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” და მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური, ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ.