კორონავირუსის ერთ-ერთი ახალი შემთხვევა ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდანაა

საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. პირი, რომელსაც კოვიდ-19 დაუდგინდა, ინფიცირებული ექთნის კონტაქტებიდან ერთ-ერთის მეუღლეა.

ცნობისთვის, ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა გუშინ თეთრიწყაროდან სულ 170 საკვლევი მასალა აიღეს. ამ დროისთვის 27 გამოკვლეულიდან, ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
143 პაციენტების კვლევის პასუხები კი სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები