საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის წევრებმა პოლიტიკური პარტიების, დამოუკიდებელი დეპუტატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ეუთო/ოდირ-ის რეკომენდაციები განიხილეს.

ცვლილებები, რომლებიც ეუთოს-რეკომენდაციებს ეყრდნობა, საარჩევნო კამპანიასთან, პარტიების დაფინანსებასთან, საარჩევნო პერიოდში მედიასთან, გენდერსა და არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ განიხილავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები