სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს  

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. პროცესს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ვერავა სოფელ ცაიშში გაეცნო, სადაც მეწარმე ნანა ფიფიას მარწყვის მეურნეობა აქვს და ამ პერიოდში უკვე 3 ტონა პროდუქციის რეალიზება მოახდინა.

მეწარმემ შინ მიტანის სერვისი დანერგა, აგრარული ბაზრების გახსნის შემდეგ კი უკვე მარწყვის შეტანას ბაზრობებზეც იწყებს. საავტომობილო შეზღუდვის პერიოდში ფერმერებს არ ჰქონიათ გადაადგილებისა და საქმიანობის განხორციელების პრობლემა.

“მიუხედავად ქვეყანაში არსებული ვითარებისა, ფერმერებს არ უჭირს პროდუქციის რეალიზება. მათ თავად აქვთ სადისტრიბუციო ქსელი, უკვე რეალიზაციაში გასულია 3 ტონა მარწყვი. საავტომობილო შეზღუდვის პერიოდში ფერმერებს არ ჰქონიათ გადაადგილებისა და საქმიანობის განხორციელების პრობლემა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ფერმერებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობები. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინებულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ რეგიონში არ შეფერხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია და საგაზაფხულო სამუშაოების წარმოება”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები