აშშ-ის საელჩო: ამჟამად, ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ COVID-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში დავეხმაროთ

“ამჟამად, ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ COVID-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში დავეხმაროთ”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გეგმა დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე იქნება ორიენტირებული.

„აშშ-ის მთავრობის COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ფარგლებში, USAID/Georgia ეხმარება საქართველოს მთავრობას, მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის.

ამჟამად, ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ დავეხმაროთ COVID-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. გეგმა ორიენტირებული იქნება დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები