ქვემო ქართლში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევები თეთრიწყაროს, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა, – ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
“ახალი შემთხვევები დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გავცრელების არეალიდან, სადაც კორონავირუსის 7 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ხუთი თეთრიწყაროს მკვიდრი არ არის, ხოლო ორი მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და იმავე კლასტერთან არის კავშირში. რაც შეეხება მარნეულს – კოვიდინფიცირებული პაციენტი სოფელ მარადიდის ოჯახურ შემთხვევას უკავშირდება. ინფიცირებული პირი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და მისი კონტაქტები ცნობილია”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ჯამურად, ქვემო ქართლის მხარეში ვირუსის 137 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება,საკარანტინო სივრცეში იმყოფება 240 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაშია 300-ზე მეტი პირი.