იტალიაში კორონავირუსს 151 ექიმი ემსხვერპლა
იტალიაში კორონავირუსს 151 ექიმი ემსხვერპლა.
ქვეყნის ექიმთა ეროვნული ასოციაციის მონაცემით, აღნიშნული ციფრი მოიცავს როგორც პრაქტიკოს ექიმს, ასევე, იმათ, ვინც პენსიაზე იყო გასული, თუმცა პანდემიის ფონზე სამსახურს დაუბრუნდა.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ ვირუსს 30-ზ მეტი მედდა შეეწირა.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი კლებულობს.
28 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში 199 414 ინფიცირებულია, 26 977 გარდაცვლილი და 66 624 განოჯანმრთელებული.
27 აპრილს იტალია საკარანტინო შეზღუდვების შესუსტების მეორე ფაზაში გადავიდა.