ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ 19-ით 62 წლის მამაკაცი ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, საიდანაც მამაკაცი კვლევებისთვის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს იკვლევენ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, დღეის მონაცემებით, 20 პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეს კლინიკას კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი, ჯამურად, 19-მა პაციენტმა დაამარცხა.