თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიომეტრიული საარჩევნო სიის ფორმირება ვერ ესწრება
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიომეტრიული საარჩევნო სიის ფორმირება ვერ ესწრება – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა. როგორც იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა განმარტა, ამის მიზეზი დროისა და ფულის უქონლობაა. ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მომდევნო არჩევნებისთვის ბიომეტრიული სია სრულად შედგება.
“ვერ ესწრება იმ სქემით ეგრეთ წოდებული ბიომეტრიული რეგისტრაციის განხორციელება, რომელიც მივიღეთ შარშან. სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არსებული ყველა ფოტოსურათი გადაიყვანება ციფრულ ფორმატში. ეს არის ე.წ. ბიომეტრიული ფოტოსურათი, ოღოდ ეს სურათი ახალი არ იქნება. ზოგი ძველია, მერე თითოეული ფოტოსურათი ყველა ფოტოსურათს პროგრამულად შეუდარდება, რათა გამოვლინდეს, ეს ხომ არ არის მონაცემთა ბაზაში რაიმე განსხვავებული მონაცემებით შეყვანილი ერთი და იგივე პირის სურათი “,- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.