ლევან დავითაშვილი: მარცვლეული კულტურების წარმოების განვითარება მრავალწლიანი პროცესია და ჩვენი მხრიდან შემდეგი ეტაპებიც თანმიმდევრული იქნება

მარცვლეული კულტურების წარმოების განვითარება მრავალწლიანი პროცესია და ჩვენი მხრიდან შემდეგი ეტაპებიც თანმიმდევრული იქნება, – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაკვირვების, შესწავლის, კატალოგიის შექმნის პროცესი 2019 წელს დასრულდა. შემდეგი ეტაპები გულისხმობს, არსებულთან ერთად, დამატებით ფინანსური ინსტრუმენტების გაჩენას, რომელიც ქვეყანაში მეტი მარცვლოვანი კულტურის წარმოების საშუალებას მოგვცემს.

„მნიშვნელოვანია გამოვეხმაუროთ იმ სპეკულაციებს, რომელიც გარკვეული ოპოზიციური ძალების მხრიდან ვრცელდება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ შედეგებზე მარცვლოვანი კულტურებისა და ხორბლის წარმოებაში, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი. პოლიტიკა აქაც არის თანმიმდევრული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საფუძველი ამ მიმართულების განვითარებისთვის. ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, შემოვიღეთ სისტემა, რომელიც გულისხმობს ხორბლის და სხვა მარცვლოვანი კულტურების სათესლე მასალის სერტიფიცირებას. 2013 წლიდან ქვეყანაში დაიწყო ჯიშთა გამოცდა, რომელიც ათწლეულებია აღარ მიმდინარეობდა. კონკრეტული მარცვლოვანი კულტურების სხვადასხვა ჯიშის გამოცდა, დარაიონება და შესაბამისი კატალოგის შექმნა მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ ჩვენ ვიცოდეთ როგორი სათესლე მასალა გამოვიყენოთ საქართველოს პირობებში. ეს არის განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ გვქონდეს მეტი პროდუქტიულობა, გვქონდეს ხორბლის და სხვა მარცვლოვანი კულტურების მეტი ადგილობრივი წარმოება. დაკვირვების, შესწავლის, კატალოგიის შექმნის პროცესი 2019 წელს დასრულდა. შემდეგი ეტაპები გულისხმობს, არსებულთან ერთად, დამატებით ფინანსური ინსტრუმენტების გაჩენას, რომელიც ქვეყანაში მეტი მარცვლოვანი კულტურის წარმოების საშუალებას მოგვცემს. ჩვენი ფერმერები, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობენ მეტ შემოსავალს მიიღებენ. შესაბამისი ცოდნის და ექსპერტიზის პირობებში, მაღალხარისხიანი სათესლე პროდუქტით, მაღალპროდუქტიული ჯიშებით ისინი მიიღებენ მეტ პროდუქციას ერთ ჰექტარზე. ეს არის წინაპირობა, რომ საქართველოში იქნება მეტი წარმოება. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ გვექნება 100% თვითუზრუნველყოფა, მაგრამ ჩვენ გვექნება მეტი წარმოება, რაც უკავშირდება როგორც სასურსათო და ისე ცხოველთა კვების მიმართულებებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები