ბათუმსა და ქობულეთში ღია ტიპის აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნა
ბათუმსა და ქობულეთში ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნა. ბაზრების ფუნქციონირება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.
ყველა ბაზარში უკვე ჩატარდა შიდა და მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო სამუშაოები. ბაზრების ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა. მომხმარებლებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი და ურიგდებათ ერთჯერადი ხელთათმანები. მკაცრადაა დაცული დისტანცია როგორც დახლებს შორის, ასევე, ადამიანებთან მიმართებაში.
ბაზრებს აქვთ თითო შესასვლელი და გასასვლელი. ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას დეზინფექცია უტარდება. სადეზინფექციო სამუშაოები ბაზრების ტერიტორიაზე პერმანენტულად ტარდება. რეკომენდაციების შესრულებას ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველო უზრუნველყოფს.