ირაკლი ლატარია „ნაცმოძრაობას”: თქვენ ჩვენს შვილებსა და მომავალს ებრძვით და რით განსხვავდებით რომელიმე გარე მტრისგან – არაფრით

„ჩვენს ექიმებს შეეშვით, „ნაცებო”, ჩვენ მადლობას ვუხდით მათ იმიტომ, რომ ათასობით გარდაცვლილი ქართველის პანაშვიდზე არ გვიწევს წასვლა”, – ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანლის, პაატა იმნაძის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს, სადაც მან “ბოდიში მოიხადა” იმისთვის, რომ პიკი არ არის ათასობით.

მისი თქმით, ნუთუ არსებობს რამ, რაც შეიძლება გვარამიამ ან, ზოგადად, “მიშას გამოზრდილმა” არ იკადროს, საზღვარი არ ჩანს.

„დიდი ბოდიში, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და პიკი არ არის ათასობით…. ახლა ჩვენ წესით პიკში ვართ”, – პაატა იმნაძე. ალბათ, ისევე, როგორც მე, თქვენც გიფიქრიათ, ნუთუ არსებობს რამ, რაც შეიძლება, გვარამიამ ან, ზოგადად, მიშას გამოზრდილმა არ იკადროსო? კი, გვიფიქრია, მაგრამ საზღვარი არ ჩანს, დღითიდღე გვაკვირვებენ თავიანთი ბოროტებით, ღვარძლით, შურით, ზიზღით ქართველების მიმართ, ზიზღით ჩვენი ისტორიის მიმართ, ზიზღით ზოგადად ყველაფრისა და ყველას მიმართ, რაც საქართველოს წარმატებაზე ან/და უბრალოდ ქვეყნის კეთილდღეობაზეა. ეზიზღებათ ყველა, ვისაც შეუძლია, ჩემი ქვეყნისთვის მხოლოდ დადებითი შექმნას. ახლა უკვე დაიწყეს –  გარდაცვლილები ჰყავთ და მალავენო და გაგიჟდნენ ბოღმით, რატომ არ ჰყავს საქართველოს ბევრი გარდაცვლილი და რატომ არ არის სადმე „პადვალში” ან/და ჯიხურზე რადენიმე გვამიო? ჩვენს ექიმებს შეეშვით „ნაცებო”, ჩვენ მადლობას ვუხდით მათ განა იმიტომ, რომ რომელიმე ჩვენი ნათესავია? არა, მათ მადლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ათასობით გარდაცვლილი ქართველის პანაშვიდზე არ გვიწევს წასვლა (ისიც ვერ წასვლა) და იცით, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? ჩვენ ვიცავთ იმათ, ვინც ჩვენი შვილების ხვალინდელ დღეს იცავენ 24 საათი და რახან თქვენ მათ ებრძვით, გამოდის რომ თქვენ ჩვენს შვილებს და მომავალს ებრძვით და რით განსხვავდებით რომელიმე გარე მტრისგან? არაფრით, ამიტომ უბრალოდ ჯობს, გონს მოეგოთ, უბრალოდ გონს მოეგეთ”, – წერს ირაკლი ლატარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები