კახეთში პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

კახეთში პოლიციამ 5 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. 1963 წელს დაბადებული ნ.გ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სოფელ ყანდაურაში, საკუთარ სახლში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.
2019 წლის 20 ივლისს, ნ.გ-ზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 109 -ე მუხლის მე -2 ნაწილით გრძელდება, რაც  მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტებით, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები