მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში სამი საყურადღებო და ერთი მძიმე პაციენტი გვყავს
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 48 პაციენტია, აქედან „კოვიდ 19“ დადასტურებული აქვს 26 პაციენტს.
როგორც მან აღნიშნა, ოთხი ახალი შემთხვევა ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.
„ოთხი პაციენტი გვყავს ახალი. გუშინ იყვნენ გადმოყვანილები უკვე დადასტურებული დიაგნოზით ოთხივე. აქედან, ერთია 80 წელზე უფროსი ასაკობრივი ჯგუფის, ერთია 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის, ორია არარისკ ჯგუფის პაციენტია.
კლინიკაში 18 წლამდე ასაკის არის სულ შვიდი პაციენტი. სამი საყურადღებო პაციენტი გვყავს და ერთი – მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გუშინდელი პაციენტებიდან ერთი არის მძიმე. გუშინ შემოყვანილი პაციენტები ბოლნისიდან არიან. ახალი პაციენტების კლასტერიც არის ბოლნისი. ოთხივე პაციენტი წარმოადგენს ოჯახს და ოჯახის ახლობლებს.
ხოლო საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში რვა პაციენტია შემოყვანილი“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტების გამოჯანმრთელებაზე პასუხებს ორშაბათისთვის ელოდებიან.