შპს ,,მშენებელი+“-ს დამფუძნებელმა შუახევის მუნიციპალიტეტს 150 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტი გადასცა
მოქალაქეთა და კერძო კომპანიების ინიციატივითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, შუახევში მცხოვრები ოჯახების დახმარება გრძელდება.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მორიგ სოციალურ კამპანიას შპს ,,მშენებელი+“-ს დამფუძნებელი ზაურ გოგიტიძე შეუერთდა, რომელმაც მუნიციპალიტეტს 150 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტი გადასცა.
“მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა კორონავირუსთან ბრძოლაში, რისთვისაც მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ მათგანს, მათ შორის, კომპანია ,,მშენებელი+“-ს, რომლის მხარდაჭერითაც ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადავეცით პირველადი მოხმარების პროდუქტი. საქველმოქმედო აქცია მომდევნო დღეებში გაგრძელდება და მოიცავს დღვანისა და შუბნის თემების სოფლებს. ამ ეტაპზე, კერძო სექტორის დახმარებით, შუახევში 800-მდე შეჭირვებულ ოჯახს გაეწია დახმარება“, – აღნიშნა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ.
“აქვე მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, გამოიჩინეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მერიის ცხელ ხაზზე: 08 000 000 08; 577 20 22 54; 593 33 06 67”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.