ცაგერში უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარების დახმარება გრძელდება
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები სახლში მიუტანა. აღნიშნული აქცია ცაგერის მუნიციპალიტეტში, საჭიროების გათვალისწინებით, ყოველკვირეულად ტარდება.
პროდუქტები ლაჯანისა და ცაგერის სასადილოს ყველა ბენეფიციარს გადაეცა.
ცნობისთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოში სულ 118 ბენეფიციარი იკვებება.