საელჩო: იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას. ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდესმშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვითა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.
აღნიშნულ პოზიციაზე 17-18 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა არანაირ გავლენას  მოახდენს.

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები