საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 4 ფაქტი გამოავლინა და 4 პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ოთხი ფაქტი, რაზეც, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, ჯამურად, 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 4-დან 6 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები