შოთა ნარეკლიშვილი ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მაღაზიაში იმყოფებოდა

რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, 22 აპრილიდან, დილის 06:00-დან 08:00 საათამდე, ხოლო საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე ფერმერებსა და მევენახეებს გადაადგილების საშუალება მიეცათ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (შხამ-ქიმიკატების) მაღაზიაში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მაღაზიები ფერმერებისთვის ხელსაყრელ დროს იხსნება, რათა მათ რეგულაციების ფარგლებში სასუქისა თუ ვენახის შესაწამლად აუცილებელი პრეპარატების შეძენა შეძლონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები