სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნობათების დარიგების პროცესი გრძელდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნობათების დარიგების პროცესი გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ, “წითელი ჯვრის” სამტრედიის ფილიალის წარმომადგენელებთან – ირმა შველიძესა და ლაშა ნიკოლეიშვილთან ერთად, ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხუთ ოჯახს პროდუქტები ბინაზე პირადად მიუტანა.

პროდუქტების დარიგების პროცესში მერსა და მოხალისეებთან ერთად ჩართული იყო ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი – თეიმურაზ ჩხაიძე.

როგორც ვალერი ფოცხვერიამ განმარტა, არცერთი პირი, ვინც დახმარებას საჭიროებს, რა თქმა უნდა, ყურადღების გარეშე არ დარჩება.

რეკომენდაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სხვადასხვა კატეგორიის საჭიროების მქონე ხუთას ოჯახს მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ, მერიის თანამშრომლებმა და მოხალისეთა ჯგუფებმა პროდუქტებს ბინაზე მიუტანენ.

პირველ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ორასამდე მოქალაქეს, რომელთაც მარჩენალი არ ჰყავთ, საკვები პროდუქტები სახლებში დაურიგდათ.

თითქმის დაკმაყოფილდა და რეაგირება მოჰყვება, მერიის ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვით მოქალაქეთა მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე მერიის ცხელ ხაზზე სამასამდე ზარი შევიდა.

პროდუქტების დაფასოებაში, მოსახლეობამდე მიტანასა და ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვით მოქალაქეთა მომსახურებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრები, რომლებმაც საქართველოს წითელი ჯვრის სამტრედიის წარმომადგენლების მიერ, სპეციალური ტრენინგები გაიარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები