შოთა რეხვიაშვილი: დღეს ველოდებით 8-10 მსხვილ გადამზიდავ საშუალებას, რაც საკმარისია ამ ეტაპისთვის
“ჩვენ დღეს ველოდებით 8-10 მსხვილ გადამზიდავ საშუალებას, რაც ამ ეტაპისთვის ოჯახებში დაგროვილი სასოფლო სამეურნეო პროდუქტის გასატანად საკმარისია”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შედგება სიები და მოსახლეობას ეცოდინება, როდის გაიტანენ მათ მოსავალს. ეს კი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს წესრიგის დაცვას.
“ჩვენ, როგორც შევპირდით სოფელ აღმამედლოს, კასუმლოსავდა არაფლოს მოსახლეობას, დღეს ველოდებით 8 – 10 მსხვილ გადამზიდავ საშუალებას, რაც საკმარისია ამ ეტაპისთვის. მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ იყო სოციალური დისტანციის დარღვევა და ხალხმრავლობა, სამწუხაროდ. ჩვენ ვადგენთ სიებს და წინასწარ ეცოდინება მოსახლეობას გრაფიკი, როდის გაიტანენ მათ მოწეულ მოსავალს, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და კიდევ უფრო სრულყოფილი იქნება ეს პროცესი”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, მარნეულში, სადაც სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციას რეალიზაციის მიზნით იბარებენ, ხმაურია. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.