ბათუმში რამდენიმე ადამიანმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმება მოითხოვა

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები თბილისში პოლიტიკური პარტია “გირჩის” მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურნენ და, პარალელურად, ბათუმშიც შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარება ქვეყანაში ეკონომიკას დააზარალებს.

ისინი 6 მაისი პარკში ტრანსფარანტებისა და შეძახილების გარეშე იმყოფებოდნენ. დაცული იყო სოციალური დისტანციაც. ამ დროისთვის, აქცია დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები