რუსთავის ე.წ ცხელების ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტია მოთავსებული
რუსთავის ე.წ ცხელების ცენტრის ბოქსირებულ პალატაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტია მოთავსებული. როგორც ე.წ. ცხელების ცენტრში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავში ბოლნისიდან გუშინ შეიყვანეს და იგი ე.წ ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.
“გუშინ, საღამოს კორონავირუსის დიაგნოზით 56 წლის ქალი შემოიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, მას, ასევე, აღენიშნება ფსიქიკური პრობლემები. ჩვენთან ფსიქიატრიულიც არის და ამიტომ აღნიშნული პაციენტი მკურნალობას ჩვენს კლინიკაში გაივლის”, -განაცხადეს ე.წ ცხელების ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ, ამ ეტაპზე, რუსთავში კორონავირუსის 8 დადასტურებული შემთხვევაა.