ასლან ბჟანიას ე.წ. ინაუგურაცია გაიმართა
სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული ასლან ბჟანიას ე.წ. ინაუგურაცია გაიმართა.
ე.წ. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, ბჟანიას ე.წ. საპრეზიდენტო ხელისუფლების სიმბოლიკა გადასცეს – ე.წ. სახელმწიფო გერბის ამსახველი ბეჭედი წარწერით – “აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი” და სხვა ატრიბუტები.
როგორც ბჟანიამ ე.წ. საინაუგურაციო სიტყვაში თქვა, აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი იყო და რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – რუსეთთან ყველამხრივი თანამშრომლობის განვითარება”.
დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასევე, პირობა დადო, რომ მკაცრად გაითვალისწინებს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები 22 მარტს ჩატარდა.