ლანჩხუთში თვითიზოლაციაში 4, კარანტინში კი 9 პირი იმყოფება
ლანჩხუთში თვითიზოლაციაში 4, კარანტინში კი 9 პირი იმყოფება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის მერიაში განუცხადეს. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ლანჩხუთის მერიაში აცხადებენ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსახლეობას საკვები პროდუქტისა და წამლების მომარაგებაში მაქსიმალურად ეხმარებიან.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 416 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 107, გარდაცვლილია 5. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 579.