თბილისში მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ა.კ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მამაკაცმა ცოლს – 1972 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები