აქციის მონაწილეებმა სოფელ შულავერთან გადაკეტილი გზა გახსნეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოფელ შულავერთან გადაკეტილი გზა გახსნეს და ამ დროისთვის ტერიტორიას ტოვებენ. როგორც ისინი აცხადებენ,  ადგილობრივ ხელისუფლებასისგან მიიღეს პირობა, რომ მოსავლის რეალიზებასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შეექნებათ.

ცნობისთვის, მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა და ამის გაპროტესტებას ცდილობდნენ, თუმცა მოთხოვნების ნაცვლად “მიშა, მიშას” სკანდირებდნენ.

აქციაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მივიდა. როგორც რეხვიაშვილმა განაცხადა, აქ შეკრებილ საზოგადოებას საქმე არ აინტერესებს და აქცია არის პოლიტიკურად მართული.

აქციაზე იმყოფებოდნენ “ევროპული საქართველოს” წევრ ახმედ იმამკულიევი და  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აზერ სულეიმანოვი.

მათთან სასაუბროდ ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალიც. თუმცა ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ.

მხარის რწმუნებულმა აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ შეეცდებიან, მარნეულიდან მეტი პროდუქტის რეალიზება მოხდეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები