სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა.

იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 2019 წლის 8 აპრილს დაინიშნა. პოლიციის პოლკოვნიკი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები