ცაგერში უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებისთვის, რომლებიც 70 წელს ზემოთ იმყოფებიან, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკვებ პროდუქტები სახლებში მიაქვთ.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხალისე წევრებმა ბენეფიციარებს 2 კვირის საკმარისი საკვები პროდუქტები და 1 კვირის საკმარისი გამომცხვარი პური მიუტანეს.

ცნობისთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოს მომსახურებით სულ 118 ბენეფიციარი სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები